ფიჭვნარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

 

ადგილობრივებს სხვადასხვა განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა. საუბარი შეეხო განსახორციელებელ გეგმებზე.

მიმდინარე წელს დაიწყება საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალური ხაზის მშენებლობა.

შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდანაც დაისვა რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებასაც ადგილობრივები ითხოვენ. როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომლის გამოსწორებასაც ითხოვენ, მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეა.

ფიჭვნარში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ნებართვის გარეშე, ძაღლთა თავშესაფარი აქვს მოწყობილი. ძაღლები ხშირად აგრესიულები არიან. მოსახლეობა აღნიშნული საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

მუნიპალიტეტის პირველი პირი ადგილზე გაეცნო არსებულ მგდომარეობას და ადგილობრივებს უახლოეს დღეებში საკითხების შესწავლა და მათი შესაძლებლობის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

   

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
საკრებულოს სტრუქტურასაკრებულოს რეგლამენტიელექტრონული პეტიციასამართლებრივი აქტებიმუნიციპალური ბიუჯეტისიახლეების გამოწერაOnline გამოკითხვაპეტიციების რეესტრი

გააზიარეთ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content