მუნიციპალიტეტის სიახლეები

22 ივნისი 2017 წელი
წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე 4 ერთეული არტეზიული ჭაბურღილის მონტაჟი მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალური წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე 4 ერთეული არტეზიული ჭაბურღილის მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის განსახორცილებლად ბიუჯეტიდან 366 956 ლარია გათვალისწინებული.წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე ჭაბურღილების მონტაჟი ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონის დროს წყლის დებეტის გაზრდას, რომლის შემდეგად შესაძლებელი იქნება 6 000-მდე აბონენტის 24 საათიანი სასმელ-სამეურნო წყლით მომარაგება. ... »»»
.....................................................................................
22 ივნისი 2017 წელი
,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ამ მხრივ განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროცედურებზე ისაუბრეს,... »»»
.....................................................................................
21 ივნისი 2017 წელი
ოჩხამურში წყალსადენის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
დაბა ოჩხამურში წყალსადენი სისტემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და პრობლემის მოგვარება პირად კონტროლზე აიყვანა. ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყლის მობილური ჯგუფები დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის მიზნით საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაზიანებული მონაკვეთების სრული აღდგენა რამდენიმე დღეში დასრულდება და მოსახლეობა წყალმომარაგებით შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი. ... »»»
.....................................................................................
21 ივნისი 2017 წელი
ცეცხლაურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ცეცხლაურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაიწყო. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. პროექტის განსახორციელებლად 142 995 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ... »»»
.....................................................................................
21 ივნისი 2017 წელი
ქობულეთში ყვავილების საერთაშორისო დღე აღინიშნა
ყვავილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუზეუმის მხარდაჭერითა და ასოციაცია „ღირსეული სიბერეს“ ორგანიზებით ღონისძიება „ყველაფერი ყვავილებზე“ გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ესწრებოდა.ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ ყვავილებისა და ბუნების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ... »»»
.....................................................................................
21 ივნისი 2017 წელი
კარიერის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა
კარიერის დასახლებაში გელაურისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემების და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქვიშდამჭერები, ჩამდინარე წყლის სისტემა, სატუმბო სადგური, სანიტარული ღობე და სააბონენტო ჭები. პროექტის განსახორციელებლად 1 488 888 ლარი დაიხარჯება.... »»»
.....................................................................................
20 ივნისი 2017 წელი
გამგებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ადგილზე გაეცნო. ქობულეთი ტურისტულ სეზონს რეაბილიტირებული ქუჩებითა და სკვერებით შეხვდება.ქ. ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 12 656 710 ლარი დაიხარჯება. ერთობლივად ქუჩების, სკვერებისა და სანაპიროზე გადასასვლელების კეთილმოწყობა მიმდიანრეობს. ასევე დაგეგმილია აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების ადაპტირება.... »»»
.....................................................................................
20 ივნისი 2017 წელი
სოფელ ხალაში ფოლკლორული საღამო გაიმართა
ხალას კულტურის სახლში ფოლკლორული საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ხალას, ჩაისუბნისა და საჩინოს შემოქმედებითი ჯგუფები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. მათ ჩაქვისწყლის ხეობის ფოლკლორი წარმოადგინეს და ვოკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.ღონისძიებას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში ესწრებოდნენ.... »»»
.....................................................................................
20 ივნისი 2017 წელი
ტურისტული სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს
ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. გამგებელი სულხან ევგენიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად აქტიურად მინდინარეობს სკვერების, პარკებისა და ქუჩების მოწესრიგება, მწვანე ზოლების გაცელვა-დასუფთავება, შეკეთდა ზღვის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებული სკამები, ასევე ხორციელდება ქუჩებსა და სანაპიროზე დაზიანებული ფილებისა და ბორდიურების აღდგენა-რეაბილიტაცია. ... »»»
.....................................................................................
20 ივნისი 2017 წელი
2017 წლის 20 ივნისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილებოდა . სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა განიხილეს და მოიწონეს მუნიციპალური პროექტების განხორციელებისა და მათი დაფინანსების თაობაზე გამგებლის წინადადება. მეორე საკითხად იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიის მიერ განხილული საკითხების შესახებ და სეზონური იჯარების გაცემაზე შემოტანილი 39 მოქალაქის განცხადებაზე თანხმობა განაცხადეს. ... »»»
.....................................................................................

ვიდეო რგოლი

Loading...

ივნისი 2017

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 

გამოკითხვა

ჩვენი საიტი...




 

სიახლის გამოწერა

ამინდი

ვალუტის კურსი

აჭარა


პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2011
    სტუმართა რაოდენობა: 2 044 041    
ვებ დიზაინი: სტუდია „ანთროპო”